სტამბოლის ცენტრში აფეთქების მოხდა, არიან დაღუპულებიც

სტამბოლის ცენტრში, სულთან–აჰმედის მოედანზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად გერმანელი ტურისტები დაშავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ასევე უცნობია დაშავებულთა რაოდენობა.

“როიტერის” ინფორმაციით, არიან დაღუპულები, თუმცა ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, ერთ–ერთი ვერსიით კი, ტურისტების ჯგუფთან ახლოს თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

Comments
Loading...