ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ორი აფეთქების შედეგად, დაღუპულია 29 ადამიანი, აქედან – 27 პოლიციელი, დაჭრილია – 166.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოულის განცხადებით, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ სტადიონთან, მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონთან მდგარ ავტომობილში ჩადებული ბომბი დისტანციური მართვის საშუალებით აამოქმედეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ, კი, Macka Park- ის ტერიტორიაზე, სტადიონიდან 2 მილის დაშორებით, მეორე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაკავებულია ათი ადამიანი, თუმცა, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში, ISIS-მა და თურქისტანის მშრომელთა პარტიამ, თურქეთში რამდენიმე ტერორისტული აქტი განახორციელა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მოქმედებს ცხელი ხაზიც.