სტამბულის ტერაქტის შემდეგ თურქეთში რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს

თურქეთის პოლიციამ სტამბულში მომხდარი აფეთქების შემდეგ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით რუსეთს სამი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Dogan წერს.
მედიის ცნობით, დაკავებულები ანტალიაში ცხოვრობდნენ. პოლიციამ მათი სახლიდან დოკუმენტები და კომპაქტ-დისკი ამოიღო.
რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости წერს, რომ თურქეთში რუსეთის გენერალურმა კონსულმა, რუსების დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დიპლომატის თქმით მათი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ გუშინ სტამბულის ცენტრში აფეთქება მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სულთანაჰმედის მოედანზე, ტურისტების ჯგუფთან ახლოს აიფეთქა. დაიღუპა 10 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 15. დაღუპულებს შორის უმრავლესობა გერმანელი ტურისტი იყო.
თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, აფეთქება “ისლამური სახელმწიფოს” წევრმა განახორციელა.

Comments
Loading...