სტამბულში აქციების ტალღა ცნობილი ქურთი ადვოკატის მკვლელობამ გამოიწვია (ვიდეო)

სტამბულში ტაქსიმის მოედანი კვლავ საპროტესტო აქციების ცენტრად იქცა. საზოგადოების მასობრივი მღელვარება ამჯერად, შაბათს, ცნობილი ქურთი ადვოკატის, დიარბაქირის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თახირ ელჩის, პირდაპირ პრესკონფერენციაზე მოკვლამ განაპირობა.

მოედანზე შეკრებილი ორიათასამდე დემონსტრატის დაშოშმინება პოლიციამ წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გზათ სცადა.

მოკლული ადვოკატი გაზეთ “რესპუბლიკას” შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული რედაქტორის და კორესპონდენტის დამცველი იყო.

https://www.youtube.com/watch?v=T23QoOiyW8g

Comments
Loading...