Stanford News: ასტრონავტებმა მარსიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინი უნდა გაიარონ

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი სკოტ ჰაბარდი Stanford News-თან ინტერვიუში აცხადებს,რომ არსებობს დიდი შანსები მარსიდან დედამიწაზე უცხო ვირუსების ჩამოტანისა.

პროფესორის განცხადებით,წითელი პლანეტის ზედაპირიდან აღებულ სინჯებს “უნდა მოვეპყროთ ისე,თითქოს მათ ებოლა აქვთ” მანამ,სანამ მათი უსაფრთხოება არ დადასტურდება.

აუცილებელია ,მარსიდან დაბრუნების შემდეგ ყველა სისტემა დამუშავდეს ქიმიურად,ხოლო ასტრონავტები მკაცრ საკარანტინო სივრცეში მოთავსდნენ ისე,როგორც ეს ნილ ამსტრონგის მთვარიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა.ამგვარი ზომები,მეცნიერის აზრით,დედამიწას დაიცავს.

 

 

Comments
Loading...