სტანისლავ ბონდარენკოს ახალი პროექტი თბილისში – სტასის გულშემატკივრებს სიურპრიზი ელით

ქართველი ქალების გულთამპყრობელმა სტანისლავ ბონდარენკომ შესაძლოა მაყურებელი სპეკტკლითაც გააოცოს. როგორც “ნიუპოსტისთვს” გახდა ცნობილი, სპექტაკლი – კალიგულა, რომელშიც მსახიობი მთავარ როლს ასრულებს შესაძლებელია საქართველოშიც წლის ბოლოს ჩამოიტანონ.

მოლაპარაკებებს ადასტურებს კულტურის პალატის პრეზიდენტი – საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი.

მისი თქმით, მსახიობს პროექტის საქართველოში განხორციელების დიდი სურვილი აქვს.

“წლის ბოლოს გვინდა “კალიგულას” საქართველოში ჩამოტანა, შევთანხმდით რაღაცეებზე, ძალიან დიდი პროექტია, სპექტაკლში დაახლოებით 55 ადამიანი მონაწილეობს, დეტალებს დავდივართ, რომელ დარბაზში იქნება და ასე შემდეგ, მთავარია შევთანხმდით, სტასს დიდი სურვილი აქვს, რომ ეს სპექტაკლი ქართველ მაყურებელს წარუდგინოს” – აღნიშნა “ნიუპოსტთან” დათო ოქიტაშვილმა.

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...