Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობა წლის ბოლომდე მთელ მსოფლიოში იქნება შესაძლებელი

Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი წელს მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდება. ილონ მასკის Starlink-ის მიზანია სექტემბრისთვის გლობალური მასშტაბის ოპერატიული შესაძლებლობების მიღწევა. ამის შემდეგ კი, როგორც კომპანიის პრეზიდენტმა გვინ შოთველმა აღნიშნა, მარეგულირებლების ნებართვას მიიღებენ.

ეს ძალიან თამამი განაცხადია, თუმცა მსოფლიოში Starlink-ის პოტენციურ მომხმარებლებს შეიძლება ბევრად მეტის მოცდა მოუწიოთ. მიზეზი კი მარეგულირებელ ორგანოებშია, მით უმეტეს, რომ ყველა ქვეყანას თავისი რეგულაციები აქვს.

Starlink-ის თანამგზავრების ქვედა ორბიტაზე გადაადგილება ხელს შეუწყობს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შექმნას

“ჩვენ წარმატებით განვათავსეთ დაახლოებით 1 800 სატელიტი და მას შემდეგ რაც ყველა ეს თანამგზავრი მიაღწევს თავიანთ ოპერირების ორბიტას, გვექნება უწყვეტი გლობალური დაფარვა. ეს ყველაფერი სექტემბრისთვის უნდა მოხდეს. ამ დროისთვის ჩვენი ინტერნეტით სარგებლობა მთელ მსოფლიოში იქნება შესაძლებელი. უკვე ამის შემდეგ, გვექნება მარეგულირებელებთან სამუშაო, რათა ყველა ქვეყანა მოვიცვათ”, — თქვა გვინ შოთველმა.

შოთველისვე თქმით, Starlink-ის მიზანია 12 000 სატელიტის დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაყვანა (LEO), რაც დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი ჯდება.

ამ მომენტისთვის, Starlink-ის ინტერნეტის მომსახურებას დაახლოებით 10 000 მომხმარებელი იყენებს. ეს მათ თვეში 99 დოლარი უჯდებათ. ხოლო საჭირო მოწყობილობების შესაძენად, ერთჯერადი გადასახადი 499 დოლარია.

გავრცელებული ინფორმაციით, ქსელში მთელი მსოფლიოს ჩართვის შემდეგ, მომხმარებლები წამში სულ მცირე 200 მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობას შეძლებენ.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...