სტიქია ახმეტაში – ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ ახმეტის რაიონის სოფლები დააზარალა.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, სტიქიამ ქისტაურში, ახშანსა და ხოდაშენში ვენახები დააზიანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, წვიმა და სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მათივე თქმით, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც.

ახმეტის რაიონის გამგებლის, ბექა ბაიდაურის ინფორმაციით, ზიანის ხარისხი და ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. მისივე თქმით, ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია მუშაობას ხვალ დილიდან დაიწყებს.

Comments
Loading...