სტიქია კანადაში – მოხდა ათასამდე ოჯახის ევაკუაცია

კანადაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. გადაუღებელმა წვიმებმა ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაცის რუსთავი2 ავრცელებს.

დატბორილი სახლებიდან ათასამდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

კვებეკის ხელისუფლებამ კი ფედერალური სამხედრო დახმარება ითხოვა, რადგან სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა რეგიონში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

სამაშველო სამუშაოებში ჩასართავად ჯარისკაცებს კვებეკში დღეს ელოდებიან.

Comments
Loading...