სტივენ ჰოკინგი აცხადებს, რომ კაცობრიობას მხოლოდ 1000 წელი დარჩა

სტივენ ჰოკინგის თქმით, კაცობრიობის დღეები დათვლილია და საცხოვრებლად ახალი პლანეტა უნდა ვიპოვოთ.

თეორიის ცნობილმა ფიზიკოსმა ეს განცხადება ოქსფორდის უნივერსიტეტში, ლექციაზე გააკეთა.

მისი თქმით, დედამიწაზე სიცოცხლე 1000 წელში გადაშენდება. თუმცა, მომავალში, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მილიონობით გალაქტიკა აღმოაჩინონ და რომელიმეზე საცხოვრებლად გადავიდნენ.

„ერთ მშვენიერ დღეს, იქნებ იმის საშუალებაც მოგვეცეს, გრავიტაციული ტალღების მეშვეობით წარსულში დაბრუნებაც შევძლოთ და კაცობრიობის მომავლისთვის დიდ კოსმოსშიც გავიჭრათ“, – განაცხადა ჰოკინგმა.

სკეპტიკური და საშიში პროგნოზის შემდეგ კი, სტუდენტების გასახალისებლად თქვა:   „იყურეთ მაღლა, ვარსკვლავებისკენ და არა, დაბლა, თქვენი ფეხებისკენ.“

Comments
Loading...