“სწერვები” ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


მამაკაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ გაავებული ქალის ძირითადი პრობლემა უსექსობა ან უკაცობაა, თუმცა საქმე არც ისე მარტივად გახლავთ, ძვირფასო მამაკაცებო. ქალების გაავების მიზეზი ხშირად მათ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, რომლის წინაპირობაც დედ-მამასთან არცთუ “ტკბილი” ურთიერთობაა. შესაძლოა თქვენს გარემოცვაში არსებულ რომელიმე “მაწაკას” საკმაოდ ადრე მოუხდა ცხოვრების გზის თავისი ძალებით გაკაფვა, ან შესაძლოა ადრეული ასაკიდან აწუხებდა უფრო
დიდი ამბიციები. მოკლედ, დღეს თემა “მაწაკებს” ეძღვნება და ჩვენ მოგიყვებით, როგორ ვებრძოლოთ ე.წ. “სწერვის” სახელით მონათლულ სუსტი სქესის ძლიერ წარმომადგენლებს ყოველდღიურობაში.

ჰაერის ნიშნის მაწაკები – ტყუპი, სასწორი, მერწყული

ტყუპი – გამოირჩევა იმით, რომ არაფრად აგდებს საზოგადოების აზრს. ავტორიტეტებს აგდებულად ექცევა.

ბრძოლის მეთოდები: მეტოქე მწარე რეპლიკებით მწყობრიდან უნდა გამოიყვანოთ, რადგან სწორედ ასეთ მომენტშია განსაკუთრებულად დაუნდობელი. მთავარია, თქვენი საყვარელი ადამიანის თანდასწრებით გიყვიროთ, რომლის წართმევასაც გიპირებდათ.
თუ ის თქვენი უფროსია – დაპირისპირება იუმორში გაატარეთ. არა შეგამჩნიოთ, რომ გეშინიათ მისი, თორემ თავზე წამოგაჯდებათ.

სასწორს – არ ეშინია კონკურენციის, რადგან გამჭრიახი გონების წყალობით ინტრიგების ხლართვის დიდოსტატია.

ბრძოლის მეთოდები: მეტოქეს არ დაანახვოთ ემოციები. თუმცა, მიახვედრეთ, რომ აბუჩად იგდებთ მის სწრაფვას თქვენი ბედნიერება დაანგრიოს.
უფროსის გულს კომპლიმენტებისა და საჩუქრების გარეშე ვერ მოიგებთ. ამასთანავე, მოუყევით თქვენი “უბედური ყოფის” შესახებ. მაქსიმალურად დაამძიმეთ სიტუაცია. მთავარია, ტყუილში არ გამოგიჭიროთ.

მერწყული – იმდენად თავისუფლებისმოყვარე და უშრეტი ენერგიის მფლობელია, რომ მისი მეტოქეობის არ უნდა გეშინოდეთ, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობენ…

ბრძოლის მეთოდები: ვერ იტანს ღია ბრძოლას და უხეშობას. არ უყვარს სკანდალები და თუ მისი გზიდან ჩამოშორება გადაწყვიტეთ, ამ რჩევით ისარგებლეთ.
უფროსის ყურადღება რომ დაიმსახუროთ, სამოსი და მანერები იდეალური უნდა გქონდეთ. მეტყველება – მკაფიო და თავდაჭერი.

მიწის ნიშნები – კურო, ქალწული, თხის რქა

კურო – შემგროვებელი, კოლექციონერია. მისთვის მნიშვნელობა არა აქვს რას შეაგროვებს: ნახატებს, წიგნება, ფულს, მამაკაცებს… მისი მთავარი მიზანია – იცხოვროს ფუფუნებით და კომფორტულად.

ბრძოლის მეთოდები: მეტოქეს მაგიის ზემოქმედებით თუ გაუმკლავდებით. ეწვიეთ ჯადოქარს და პირველივე სეანსის შემდეგ თქვენი საყვარელი მამაკაცის ცხოვრებიდან ან პროფესიული სფეროდან “გააქრეთ”.
უფროსს დითირამბები უნდა უმღეროთ, აღფრთოვანდით მისი მიღწევებითა და მიზნებით. შეუქეთ შვილები და შესაძლოა, სამუდამოდ მოიგოთ მისი გული.

ქალწული – კერკეტი კაკალია და ამასთან, შხამიანი ენა აქვს.

ბრძოლის მეთოდები: თქვენი მეტოქე საკმაოდ ხელმომჭირნე ადამიანია. გარდა ამისა, სილამაზის, მშვენიერების აღქმის უნარი არ გააჩნია, არაპოეტური ნატურაა. სწორედ ეს თვისებებით შეძლებთ მის დამარცხებას.
უფროსის გულის მოსაგებად ყველა დაკისრებული სამუშაო ვადაზე ადრე, საუკეთესოდ შესრულებული ჩააბარეთ. არასდროს მოუყვეთ თქვენი შინაური ამბები. მისი საოჯახო ამბები კი გულდასმით მოისმინეთ.

თხის რქა – ნამდვილი “ტერმინატორია კაბაში“. საბედნიეროდ, მასთან მამაკაცები დიდხანს ვერ ძლებენ.

ბრძოლის მეთოდები: მეტოქესი ნუ შეგეშინდებათ. იგი თავად ისე მოაბეზრებს თქვენ სატრფოს, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, უკან დაგიბრუნდებათ.
უფროსი მხიარული ისტორიებით გაართეთ; გაუზიარეთ აზრი წაკითხული წიგნების, ნანახი ფილმების შესახებ და ცოტა ხანში საუკეთესო მეგობრები გახდებით.

წყლის ნიშნები – კირჩხიბი, მორიელი, თევზები

მინდა, თავიდანვე გაგაფრთხილოთ, რომ ამ ნიშნით ყველაზე საშიში ქალები იბადებიან, – რომანტიკულები და სექსუალურები. მათი იარაღი ფარული ეროტიკული მიმზიდველობაა.

კირჩხიბი – სენტიმენტალური, მიმნდობი გოგონა-ბებიაა, რომლის გაბრაზებასაც საკუთარ თავს ვერ აპატიებთ. მაგრამ გახსოვდეთ, სასურველი მამაკაცის ხელში ჩასაგდებად და მიზნის მისაღწევად, უკან არაფერზე დაიხევს.

ბრძოლის მეთოდები: მეტოქეს უჭირს ლოგიკური აზროვნება და სწრაფი პასუხის გაცემა (დიდხანს უნდა იფიქროს, გაიაზროს). ამიტომ, ხშირად აიყოლიეთ დისკუსიასა და კამათში.
უფროსის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი არ არსებობს. უნდა გაეცალოთ.

სექსუალური და ჭკვიანი მორიელი ნაკლებად რომანტიკული არსება და საკმაოდ ხელმომჭირნეა და არც მამაკაცის ხარჯზე ცხოვრებაზე იტყვის უარს.

ბრძოლის მეთოდები: მამაკაცის თანდასწრებით ფარდა ახადეთ მეტოქეს “სიძუნწეს”. თანაც არც იმის თქმა დაგავიწყდეთ, რომ მამაკაცს სქელი ჯიბით აფასებს.
უფროსს უნდა ეპირფეროთ. მისი კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოთ. ბრძანებები უსიტყვოდ შეუსრულოთ.

თევზის ძლიერი მხარე: მგრძნობიარეა, ჭკვიანი და თანაც, ადამიანის ჰიპოზირება შეუძლია. სუსტი მხარე: არაპრაქტიკულია და ადვილად უყვარდება.

ბრძოლის მეთოდები: მეტოქეს სუსტი მხარეები მისი სამიზნე მამაკაცის თანდასწრებით განიხილეთ ისე, რომ ამ უკანასკნელს მისი დანახვაც აღარ უნდოდეს.
უფროსთან კორექტულად იმოქმედეთ. შეინარჩუნეთ ზრდილობა, არ დაანახვოთ თქვენი უარყოფით მხარეები. თუმცა, მალევე მობეზრდება თქვენთან ბრძოლა და შეგეშვებათ.

ცეცხლის ნიშნები – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ვერძი აღფრთოვანებულია საკუთარი პერსონით. მოსწონს, როცა ქვეშევრდომებს ფსიქოანალიტიკოსივით ექცევა.

ბრძოლის მეთოდები: მეტოქეს არ გადაუშალოთ გული, ნაკლოვანებებზე სარკასტულად მიუთითეთ.
უფროსს მოსწონს, როცა ეპირფერებიან. კომპლიმენტებით შეამკეთ. შეუქეთ თვალები, სამოსი, მანერები, ოღონდ ფრთხილად, არ გაამლაშოთ!

ლომს გარშემო სუსტი და სულელი ხალხი უნდა ჰყავდეს, რომ მათ ფონზე იბრწყინოს. გულზე სკდება, როცა სხვა მასზე მეტ წარმატებას აღწევს.

ბრძოლის მეთოდები: მეტოქე მუდმივად გამოიწვიეთ დუელზე. ეცადეთ, მოულოდნელად, გარშემო მყოფების თვალწინ მისცეთ შენიშვნა.
უფროსს ხშირად გაუწეთ დახმარება. არ ეკამათოთ და არ მიუთითოთ შეცდომებზე. მთავარია, მასზე ჭკვიანად არ მოაჩვენოთ თავი.

მშვილდოსანს შეუძლია თავი მიმტევებლად, გულითად და უკომპლექსო ქალად წარმოაჩინოს, რითაც იმორჩილებს მიამიტ მამაკაცს.

ბრძოლის მეთოდები: მეტოქის დამარცხებას მახვილგონიერებითა და ცოდნით შეძლებთ.
უფროსი უნდა გააოცოთ, ისე, რომ პირდაღებული გისმენდეთ, მაგრამ არ უნდა იგრძნოს, რომ მასზე ჭკვიანი ხართ

Comments
Loading...