სტუდენტების მატარებელში დაშვების წესი გამარტივდა

შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტებისთვის მატარებლებში დაშვების წესები გამარტივდა.

როგორც „ინფო 9“-ს “საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, თუ აქამდე აუცილებელი იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილი ყოფილიყო წარწერა „სტუდენტი“, ახლა მხოლოდ პირადობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემების სისწორის დადარება მოხდება.

„სტუდენტური შეღავათით სარგებლობის წესებში ცვლილებებია, გამარტივდა შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტების მატარებლებში დაშვება.

თუ ძველი წესის შესაბამისად, აუცილებელი იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილი ყოფილიყო წარწერა „სტუდენტი“, ახლა ხდება მხოლოდ პირადობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემების სისწორის დადარება და შესაბამისად, აღნიშნული წარწერის არსებობა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

სტუდენტური შეღავათი (50% -იანი ფასდაკლება) ვრცელდება მხოლოდ მაგისტრალური მიმოსვლის ყველა ელექტრომატარებლის მეორე კლასისა და სამგზავრო მატარებლების კუპირებულ ვაგონებზე.

სტუდენტური შეღავათით სარგებლობენ მხოლოდ ის პირები რომლებიც ირიცხებიან სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბაზაში“, – აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“.

Comments
Loading...