სტუდენტებს Campus Lions Club Tbilisi საერთაშორისო სერთიფიკატების აღების საშუალებას აძლევს

1917 წელს ჩიკაგოში ბიზნესმენმა მელვინ ჯონსმა თავის მეგობრებთან ერთად დაარსა საქველმოქედო ორგანიზაცია Lions International.
ორგანიზაცია, რომელიც თავისი სიდიდითა და მასშტაბებით მსოფლიოში ნომერ პირველია საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია 2010 ქვეყანაში ფუნქციონირებს. Lions International 2017 წელს 100 წლის იუბილეს იზეიმებს.

ორგანიზაცია საქართველოში Campus Lions Club Tbilisi სახელით მოღვაწეობს და გაწევრიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები მათ შორის ბიზნესმენები და უფრო მეტად სტუდენტები. ორგანიზაციას აქვს საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ისტორია, რომელიც იწყება მცირე პროექტებითა და მთავრდება მასშტაბური პროექტებით. მათ შორის გამოირჩევა მათი 2 წლიანი აქტიური პარტნიორობა დანიურ კომპანია „Lego Toys”-სთან. ორგანიზაციამ 2014, 2015 წლებში ჯამში 70 000 ევროს ახალი სათამაშოები მიიღეს. 2014 წელს თბილისის მასშტაბით 35 საბავშვო ბაღსა და 3 ბავშთა სახლს გადაეცა უსასყიდლოდ სათამაშოები. ხოლო 2015 წელს საქართველოს ყველა რეგიონი მოიარეს სოფლებსა თუ ქალაქებში, სადაც უსასყიდლოდ გადასცეს ჯამში 1 700 ყუთი. ამ 2 წლიანი დონაციით მათ 100 000 ზე მეტი აღსაზრდელი უზრუნველყვეს ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო სათამაშოებით. აქვე აღსანიშია პროექტი, რომელიც 2015 წელს დაიწყო შშმ პირების გადასაადგილებელი ეტლებით უზრუნველყოფას გულისხმობს,აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად და წარმატებით გრძელდება.
ორგანიზაციის განცხადებით 2016 წელს აქტიური მოლაპარაკებები დაწყებული ჩიკაგოს სათაო ოფისთან და ფინეთი ერთერთ წარმატებულ კომპანიასთან. ორგანიზაციის პრეზიდენტის რატი ქირიას განცადებით, იგეგმება განსაკუთრებული და მასშტაბური პროექტები სრულიად საქართველოს მასშტაბით, რომლის ანონსის და ინფორმაცია სავარაუდოდ მალე გახდება მოსახლეობისთვის ცნობილი.

მანამდე კი ორგანიზაცია აცხადებს ახალი წევრების მიღებასა და გაფართოვებას, რადგან სრულად დატვირთვით განაგრძონ მუშაობა.

საწევროს ფასი შეადგენს: $ 22 აშშ დოლარს, რომელიც ირიცხება ჩიკაგოში, ორგანიზაციის სათაო ოფისში. წლის ბოლოს წევრები მიიღებენ #საერთაშორისო სერტიფიკატს და რა თქმა უნდა ჩართულები იქნებიან ორგანიზაციის ყველა პროექტში.

*აუცილებელი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნა B1, B2 დონეზე.
რეგისტრაცია გრძელდება 19 თებერვლამდე.

ივენთი fc
შესავსები ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1AJkLAXs0Q_OBVK5f2UC7qnYOEW8Z4BUwk_CLG2t9e_0/viewform

Comments
Loading...