სუდანში წყალდიდობას 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ვიდეო)

წყალდიდობის შედეგად რამდენიმე სოფელი დაიტბორა და ათასობით სახლი განადგურდა. გადაუღებელი წვიმები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში არ შეწყვეტილა, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია.

ბოლო მონაცემებით, დაახლოებით რვა ათასი სახლი დაინგრა, მინიმუმ 100 ადამიანი კი დაიღუპა. სტიქიის გამო ათასობით ადამიანი მდინარების ადიდების გამო იძულებული გახდა საკუთარი საცხოვერებლი სახლი დაეტოვებინა. ქვეყნის სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

https://www.youtube.com/watch?v=j3pn0mWOf5Q

წყარო: “აიპრესი”

Comments
Loading...