„სუხიშვილები“: უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო, რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ანსამბლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად, შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: “სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო, რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Comments
Loading...