სულ მცირე 35 ადამიანი იქნა მოკლული ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ხალხმრავალ მოედანზე, ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) უსაფრთხოების და სამედიცინოს სფეროს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
61-მა სხვამ დაზიანებები მიიღო უმეტესწილად შიიტი მუსლიმებით დასახლებული დედაქალაქის აღმოსავლეთ რაიონში, სადრში მომხდარი აფეთქებისას. მოგვიანებით კი ალ-კინდის საავადმყოფოსთან, ავტომანქანების პარკირების ადგილას, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
აფეთქებებზე პასუხისმგებლობა “ისლამური სახელმწიფოს” სუნიტურმა ჯიჰადისტურმა ჯგუფმა აიღო.
ჯიჰადისტურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ თავად იდგა ბაღდადში შაბათს მომხდარი ორი აფეთქების უკანაც, რასაც 28 ადამიანი ემსხვერპლა.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებულმა ახალი ამბების სააგენტომ, „ამაყმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული თავდასხმების სამიზნე შიიტები იყვნენ, რომელთაც ის განდგომილებად მიიჩნევს.
წყარო : guardian.ge