სულისშემძვრელი წერილი ბიჭზე რომელიც სიკვდილს ებრძვის

რამდენიმე საათის წინ ვიყავი მასთან.დამხვდა ჩვეულებრივად თბილი,სევდიანი და ჩუმი.ერთი გამიღიმა და დამთავრდა.იჯდა და ნაწყენი ლეკვივით მობუზული უსმენდა დედას,როგორ ყვებოდა მათი ოჯახის გასაჭირზე.,,სულ იმას მეკითხება დედა ხომ არ მოკვდებიო,დედა რამე ხომ არ გტკივაო,არა და რამდენი რამე თავად სტკივა,ნემსებით დაავადებულ სისხლს რომ უღებენ ,ყველა ნემსი ჩემ გულზე გადის,ნეტავ მართლა მოვკვდებოდე და მის ტანჯვას არ ვუყურებდე ამდენი წელი”, ჩივის ავადმყოფი შვილის,ავადმყოფი დედა.
ეს მიხეილია.მას ხერხემლის ურთულესი დაავადება აქვს,2007 წლიდან გადატანილი აქვს 8 ოპერაცია,3 თვეში ერთხელ ესაჭიროება სისხლის გამოცვლა,უამრავი ძვირადღირებული წამალი და სრულფასოვანი კვება,რომლის საშუალებაც ნაქირავებ ბინაში(სარდაფში)მცხოვრებ პატარაოჯახს არ აქვსს.ბავშვი ისეა დაუძლურებული ჭამაც კი არშეუძლია მისით,ერთადერთი რაც მის ცხოვრებას აზრს აძლევს,ხატვაა.რის საშუალებასაც მისი ,,აწყობილი” ხერხემალი აძლევს,ზის და ხატავს.არსებობს დიდი შანსი რომ გერმანელი ექიმები მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ,ოფიციალურად მოწერეს კიდეც ერთ-ერთი კლინიკიდან მიხეილის ექიმს, რომ თუ ბავშვს ჩამოიყვანთ აქამდე,ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებულს დაგიბრუნებთო,მაგრამ ოჯახს იმის საშუალებაც კი არ აქვ,სრომ ბინის გადასახადი გადაიხადონ და რამდენიმე თვის თანხა ჯერაც გადაუხდელი აქვთ მეპატრონესთვის.
მეგობრებო,ჩვენ ვართ ერი,ვინც ვაზიარებთ და ვაკომენტარებთ 5 წლის გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს,პატარა ბავშვის ვიდეოებს,რომელიც ჭკუაზე შეშლილმა დედამ გაგუდა,ათას სიბინძურესდა ათას ამორალურ ფოტო-ვიდეოს ,რომეთაც მილიონობით ნახვა აქვს …ჩვენს გვერდით კი ამ დროს ყოველ დღე,ყოველ წამს სიცოცხლე აკლდება 16 წლის ანგელოზს,რომლის გამოჯანმრთელებაც ასი პროცენტით შესაძლებელია…დამეხმარეთ რომ ყველამ გაიგოს მის შესახებ,დავეხმაროთ მიხეილს რომ სიცოცხლე გააგრძელოს და იყოს ბედნიერი დედის გვერდით.გააზიარეთ და მივაწვდინოთ ხმა მთელ საქართველოს რომ არსებობს ბიჭუნა,რომელიც თოვლის ბაბუას არა საჩუქრებს,არა პლანშეტებს,არა კომპიუტერს,არამედ საკუთარ სიცოცხლეს სთხოვს…დიახ ეს მიხეილია,მიხეილ სხვიტარიძე,რომელიც დღეს 16 წლის გახდა,რომელსაც არ მიუღია არანაირი საჩუქარი და სითბო ჩვენგან,რომელსაც დედამ, დღეს მხოლოდ ერთი პეშვი წიწიბურა მოუხარშა დაბადების დღის აღსანიშნავად…
ანა ლაშხელი ონიანი

Comments
Loading...