„სულთნის ძაღლს თავი სულთანი ეგონაო“ – წერს ფადი ასლი თამაზ მეჭიაურზე
საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრის თამაზ მეჭიაურის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:
“თამაზ მეჭიაური ერთ ძველ აღმოსავლურ ანდაზას მაგონებს: „სულთნის ძაღლს თავი სულთანი ეგონაო“ – წერს ფადი ასლი.
პოსტს პოსტით უპასუხა მეჭიაურმა:
“შენ იმის ასლადაც ვერ გამოდექი, რაც იას სჭირდება” – ასე უპასუხა ბიზნესმენს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.