სუს-ი: ხალიფატის მიერ გავრცელებულ ქართულენოვან მიმართვაზე გამოძიება მიმდინარეობს

ისლამური ხალიფატის წარმომადგენლების მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ვებგვერდებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ამის შესახებ „ინფო 9“-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

ისლამური ხალიფატის წარმომადგენლებმა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქართულენოვანი მიმართვა გაავრცელეს.

ვიდეოში, სავარაუდოდ, საქართველოდან წასული მებრძოლები საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს მიმართავენ.

ასევე, ისინი მიმართავენ „საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ისლამს ებრძვიან, რომლებსაც დიდი მონაწილეობა აქვთ მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ, ეს იქნება ერაყში, ეს იქნება ავღანეთში“. მათ მოუწოდებენ, შეეშვან მუსლიმანების დევნას, რადგან ამისთვის პასუხისგება მოუწევთ.

ამასთან, ბოლო რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის ქართული საინფორმაციო ვებგვერდის ლინკს. ვებგვერდზე როგორც ფოტო, ასევე ვიდეო, აუდიო და ტექსტური მასალაა წარმოდგენილი შაჰიდებისა და ვილაიეთის წარმომადგენლების შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=pYuOMRTx5Gs

წყარო
info9.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.