სუს-ის დაღუპული თანამშრომლების ოჯახების წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

სუს-ის წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებსაც.
სუს-ის თანამშრომლები დაღუპული კოლეგების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

Comments
Loading...