სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ორი ქვეყნის წარმატებული და შედეგიანი ურთიერთობების მნიშვნელობას. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროცესები და ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება და გააქტიურება.
ვახტანგ გომელაურმა და პასკალ მენიემ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.