სუს-მა ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დავით ბორჩაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენრტის თანამშრომლებმა დავით ბორჩაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Comments
Loading...