სუს-ში ბრიფინგი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს, 17:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

ბრიფინგის თემა უცნობია, თუმცა იგი სავარაუდოდ, ინტერნეტში დღეს გავრცელებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს ეხება.

ინტერნეტსივრცეში მორიგი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ჩანაწერი სოციალურ ქსელ Youtube-ზე აიტვირთა. მასში ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზეა საუბარი. ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის გარდა, სავარაუდოდ, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური და აკაკი ბობოხიძე ფიგურირებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

Comments
Loading...