სუს–ში ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა დასრულდა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა, ე.წ. მოდულის შენობა უკვე დატოვა.
წიკლაურმა დაკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან და სხვა ადამიანებთან “რუსთავი 2”-ის დაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებით არაერთხელ უსაუბრია და ამაში გასაკვირი არაფერია.
“შეკითხვები ეხებოდა რუსული სპეცსამსახურების ატვირთულ ჩანაწერებს, რომელიც გავრცელდა უკრაინული არხებით. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ ადამიანებმაც, რომლებიც კითხავენ, იციან რა აბსურდულ თეატრში მონაწილეობენ. ამ ყველაფრის მიზანია პოლიტიკური ძალების დემორალიზაცია, რათა შემდგომ არჩევნები გააყალბონ”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება ნუგზარ წიკლაურის საუბრის ჩანაწერებში, პეცრაზმელების ხსენებას, დეპუტატმა განმარტა, რომ არ არის გამორიცხული, “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც ადრე ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ. თუმცა, მისი თქმით, კონკრეტულად რომელიმე პირის ვინაობის დასახელება გაუჭირდება.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის და თავისუფალი პრესის დასაცავად თუ საჭირო გახდება კვლავ გააგრძელებს აქტიურობას.
“კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებ, რომ “რუსთავი 2″-ის დაცვაში აქტიურად ვმონაწილეობდი, რათა რუსი ოლიგარქისთვის არ მიმეცა თავისუფალი სიტყვის გაუქმების შესაძლებლობა. თუ მომავალში იქნება აქტიურობა საჭირო, პირველი ვიქნები, ვინც თავისუფალი პრესის დაცვაში მონაწილეობას მიიღებს”,
– განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
დაკითხვაზე ამ დრომდე რჩება ნიკა გვარამია. ცოტა ხნის წინ ე.წ. მოდულის შენობაში კობა ხაბაზი შევიდა. დღესვე დაკითხავენ “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთ ლიდერს, გივი თარგამაძეს

Leave A Reply

Your email address will not be published.