სვანებს მესტიის კულტურის სახლი ნაციონალების ოფისში აერიათ და წითლად შეღებეს
მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის კედელი წითლადაა შეღებილი. როგორც “პირველი ნიუსი-საქართველოს” აცნობეს, “ქართული ოცნების” სვან აქტივისტებს მესტიის კულტურის სახლი, ნაციონალური მოძრაობის ოფისში აერიათ და წითელი საღებავებით შეღებეს.
თვითმხილველებმა, “პირველი ნიუსი-საქართველოს” მესტიის უკვე შეღებილი კულტურის სახლის ფოტოებიც მიაწოდეს.