სვანეთი უცხოელი მოგზაური ფოტოგრაფების ობიექტივში

რაფალი და ალექსანდა მოგზაური ფოტოგრაფები არიან. ისინი უკვე რამდენიმე წელია ველოსიპედებით მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში და ფოტოსერიებს იღებენ. მათ ფოტოებში ჩანს კონკრეტული ქვეყნის ლანდშაფტი, ბუნებრივი თუ არქიტექტურული ღირშესანიშნაობები, ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება…
“ივნისში ჩვენ ვიმოგზაურეთ სვანეთში, შემოვიარეთ კავკასიონის მთები. ვცილობდით გვერდი აგვევლო ხალხმრავალი ქალაქებისათვის. სტარტი ავიღეთ ჯვარიდან და ჩვენი მიზანი იყო მიგვეღწია უშგულამდე, რომელიც შხარას ძირას მდებარეობს და ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილად მიიჩნევა. ჩვენ გადავკვეთეთ ზაგარის უღელტეხილი მაქსიმუმ სიმაღლეზე – ზღვის დონიდან 2,616 მეტრზე. ეს ადგილი წელიწადში 6 თვე თოვლითაა დაფარული და ძალიან ხშირად გზა გაუვალია.
მოზგაურობა ბევრი თავგადასავლით იყო სავსე. საკმაოდ ამაღელვებელია შეხვდე უბრალო ადგილობრივებს, რომლებიც სხვადასხვა დიალექტზე საუბრობენ და მიმიკაც კი თავიანთი თემისათვის დამახასიათებელი აქვთ.”












Comments
Loading...