სვანეთში გაშიშვლებული ბიჭი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

სვანეთში გაშიშვლებული ახალგაზრდა მამაკაცი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ვიდეოში ის აღნიშნავს, რომ სვანებთან კონფლიქტი არ ჰქონია და ბოდიშიც საკუთარი ნებით მოიხადა.

რამდენიმე დღის წინ შიშველი მამაკაცის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის და განსაკუთრებით კი, სვანების უკმაყოფილება გამოიწვია.

ფაქტიდან რამდენიმე დღეში, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ადგილობრივები რუდოლფ ა.-სთან მიღწეულ ურთიერთშეთანხმებაზე საუბრობენ. ახალგაზრდა მამაკაცი კი, ვიდეოში ბოდიშს იხდის.

https://www.youtube.com/watch?v=CcF3ix5wlfI

Leave A Reply

Your email address will not be published.