ტაივანის ქალაქ ტაინანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ტაივანის ქალაქ ტაინანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება. 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე დაფიქსირდა.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულია 155 ადამიანი. ამ დროისთვის სტიქიის რეგიონში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მთავრობის განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც სახლები დაკარგეს, დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფენ. მიწისძვრას ნგრევაც მოჰყვა. განადგურდა ათობით სახლი.
ტაივანში ძლიერი მიწისძვრა 1999 წელსაც მოხდა, მაშინ 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 2 300 ადამიანი შეეწირა.

Comments
Loading...