ტატუ მასტერი: ტატიანა გოდიბაძე

“პირველი ტატუ თვით მამაჩემს გავუკეთე, შემდეგ დედაჩემს, მეგობრებს .მოკლედ, ძალიან მალე გამოჩნდა ბევრი მსურველი . ჩემი “სახელოსნო” მოვაწყვე ხალხი ღამის 2 საათზეც კი მოდიოდა”

როგორ დაიწყო შენი ისტორია ამ სფეროში?

თავიდანვე ტატუ სტუდიაში არ დამიწყია მუშაობა რათქმაუნდა მანამდე ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე და ახლაც განვითარების პროცეშში ვარ და ვთვლი რომ ეს პროცესი არასდროს უნდა დასრულდეს ხელოვანის ცხოვრებაში. ხატვა მაშინ დავიწყე როცა ჯერ კიდევ 2-3 წლის ვიყავი დედაჩემმა როგორც კი შეამჩნია რომ მამაჩემის მსგავსად, მეც ნიჭი მქონდა მაშინვე შემიყვანა ხატვის გაკვეთილებზე. პირველი გამოფენა 4 წლის ასაკში მქონდა.შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო ათწლედის გამოცდა .სამხატვრო სკოლა ჩემი მეორე სახლი იყო გამიმართლა და ყველაზე კარგი მასწავლებელი შემხვდა -გურამ ქლიბაძე რომელიც უნიჭიერესი მხატვარი უზომოდ განათლებული და საოცარი გადმოცემის უნარის მქონე ადამიანია.მან სულ სხვა ეტაპზე გადამიყვანა .სხვათაშორის ჩემი თანამშრომელი, ტატუს მხატვარი- ასევე საოცარი ხელოვანი ნინა ცკიტიშვილიც მისი მოსწავლე იყო ნიკოლაძეში. 10წლედი რომ დავამთავრე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე ბევრი ხელოვანი გავიცანი და მაშინ გამიჩნდა სურვილი რომ დამეწყო ტატუს ხატვა.

არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ასე დაჟინებით ან რატომ ვგრძნობ თავს ამ სფეროში იდეალურად მაგრამ ტატუს ხატვა უზომოდ საინტერესო საქმიანობად მიმაჩნია. რათქმაუნდა აუცილებელი ინსტრუქციები გავარკვიე ჩემი მეგობარი ტატუს მხატვრებისგან ,ბევრი რამეც წავიკითხე რომ სახიფათო არ ყოფილიყო ჩემი პირველი მუშაობა.და პირველი ტატუ თვით მამაჩემს გავუკეთე., შემდეგ დედაჩემს, მეგობრებს .მოკლედ ძალიან მალე გამოჩნდა ბევრი მსურველი . ჩემი “სახელოსნო” მოვაწყვე ხალხი ღამის 2 საათზეც კი მოდიოდა.სოციალური ქსელი მეხმარებოდა რომ უფრო მეტს გაეგო ჩემ შესახებ .

ერთხელ საქართველოს ყველაზე ცნობილი ტატუ მასტერების გვერდებს ვათვალიერებდი ფეისბუკზე და არ ვამეტებ არც ერთი სიტყვით მათგან მხოლოდ ანდრეი აივაზიანი ჩამრჩა გონებაში და ღამე დამესიზმრა რომ დიდ ტატუ სკოლაში შევედი ბევრი მხატვარი იყო კლასში ამ დროს შემოვიდა ანდრეი თავის მენეჯერთან ერთად ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ ჩემი მოსწავლედ აყვანა უნდოდა.ამ სიზმარს ყურადღება არ მივაქციე.მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მართლა მომწერა ანდრეის მენეჯერმა რომ ჩემი ნამუშევრები ნახეს და მიწვევა უნდოდათ გასაუბრებაზე სტუდიაში.მეც მივედი და ამიყვანეს. 1 წელია უკვე აქ ვარ ბევრი რამე ვისწავლე

2. რთულია თბილისში ასეთი ბიზნესის ქონა?

თბილისში ეს ბიზნესი რთულია იმ მხრივ რომ სახელი მოქმედებს ყველაფერზე.თუ სახელი არ გაქვს 80%- ს არ აინტერესებს როგორ ხატავ.ხალხი გადმოცემით გაგებულ დახასიათებებს უფრო ენდობა ვიდრე საკუთარი თვალით ნანახ ნამუშევრებს.ამ სახელის მოპოვება ძალიან რთულია

3. რამდენად შემოსავლიანია ტატუს კეთება აქ?

ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია მაგრამ საქართველოში თითქმის ფასი არ აქვს ჩვენს მუშაობას.განსხვავება ძალიან დიდია ამ მხრივ -ფინანსურად, მაგრამ ჩვენი სტუდიის ხელოვანების ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება სხვა ქვეყნების ხარისხს, ამიტომ ხშირად გვაკითხავენ ხოლმე უცხოელები.

4. გენდერული სხვაობა თუა ამ კუთხით, განსხვავდება ქალების სასურველი ტატუ კაცებისასგან?

გენდერული სხვაობა მე თუ მკითხავთ არის მაგრამ არ უნდა იყოს. მდედრობით სქესს უფრო მოსწონს მარტივი და პატარა ზომის ტატუები .მაგრამ ჩემი აზრით ლამაზი გოგონების უმეტესობას ძალიან მოუხდებოდა დიდი ლამაზი და საინტერესო ტატუები.იშვიათია გოგონა რომელსაც არ აინტერესებს ხალხის აზრი, იმას “უკეთებდეს” თავის სხეულს რაც უნდა და არ ფიქრობს ტენდენციებზე და ასე შემდეგ.ბიჭებშიც არის ეს კომპლექსი .მე ვთვლი რომ ამ კატეგორიას თავისუფლება აკლია და იმედს ვიტოვებ რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება დროთა განმავლობაში

5. როგორია ფასები? რა ღირს პატარა, საშუალო და დიდი ტატუ?

ფასები ჩვენთან იწყება 60 ლარიდან.საახალწლო პერიოდში მე და ნინამ ფასდაკლება გავაკეთეთ და ტატუს მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ 30 ლარადაც გაიკეტონ ტატუ ვაუჩერის ყიდვის შემთხვევაში.ეს მინიმალური ფასია რაც სჭირდება ახალი მასალის გახსნას და ყველა იმ უსაფრთხო პროცედურებს რაც აუცილებელია ტატუს გაკეთებამდე

6. რას ურჩევდით მათ ვისაც ჯერ ტატუ არ აქვს გაკეთებული?

ვურჩევდი რომ მივიდნენ სანდო ტატუს ოსტატთან.აუცილებლად დაათვალიერონ მისი ნამუშევრები გაარკვიონ როგორ ზომებს მიმართავს უსაფრთხოებისთვის, როგორია ზოგადად მიღებული რომ სხვადასხვა ინფექცია ან დაავადება არ გადაედოთ.ასევე ვურჩევდი რომ კარგად მოიფოქრონ რადგან ტატუ სამუდამოა და ხშირია შემთხვევა როცა გემოვნება ეცვლებათ ან ხვდებიან რომ დახატვა უფრო უკეთესად შეიძლებოდა სხვა ხელოვანთან.ამ ყველაფრის შემდეგ უნდა გაიაზრონ ისიც რომ თუ პროფესიონალი სანდოა ის თავის მუშაობას შესაბამისად აფასებს ყველაფრის გათვალისწინებით

7. როგორმა ადამიანმა არ უნდა გაიკეთესო ტატუ?

ადამიანმა რომელიც ტატუს მხოლოდ ტენდენციისთვის იკეთებს და ეს მისი შინაგანი მოთხოვნილება არ არის

8. მითია თუ რეალობა, ის რომ ტატუს გაკეთება უმჯობესია ისეთ ადგილზე, რომელსაც ხშირად ვერ ხედავ?

არ ვთვლი რომ არ უნდა ხედავდე. ტატუს მოყვარულისთვის ტატუ სხეულის შემადგენელი ნაწილია.ჩემთვის პირადად თუნდაც არც ისე პროფესიონალურად შესრულებული ტატუ რაც მაქვს უბრალოდ ისტორიის ნაწილია და როგორც ჩემი ხელი ფეხი ან ნებისმიერი ნაწილი არ მბეზრდება ისე არ მომბეზრდება ის, რაც უნდა ხშირად ვუყურო.

უფრო მეტი ნამუშევრის სანახავად გადადით აქ (ნამუშევრები)

ავტორი : მაგდა სარსევანიძე

Leave A Reply

Your email address will not be published.