ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინფო9“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევა გეგმიური აფეთქების დროს მოხდა.
შემთხვევის შედეგად ორი მაღაროელი მსუბუქად დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.