ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად გეგა გეგეშიძე აირჩიეს

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გახდა. სასტუმრო „რედისონში“ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა.

გეგა გეგეშიძემ დელეგატთა 46 ხმა მიიღო, ესტატე გოგლიჩიძემ სამი ხმა, ხოლო მანუჩარ კვირკველიამ 24 ხმა.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი – მანუჩარ კვირკველია, გეგა გეგეშიძე და ესტატე გოგლიჩიძე იბრძოდნენ, ხოლო მეოთხე კანდიდატი დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით გამოეთიშა.

პარლამენტის მიერ მიღებული სპორტის ახალი კანონის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონების ორგანიზაციები იღებდნენ. ახალი კანონით, არჩევნებში 3/4 იურიდიული პირი მონაწილეობს, 1/4 კი – სპორტსმენი.

ახალი პრეზიდენტი ჭიდაობის ფედერაციას ოთხი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.