ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ფარული კენჭისყრით იმართება

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ფარული კენჭისყრით გაიმართება. დელეგატთა ნაწილს ფარული კენჭისყრა, ხოლო ნაწილს არჩევნების ღიაობით ჩატარება სურდა, რის გამოც პროცედურა დროებით შეჩერდა, რამაც დელეგატთა შორის კამათი გამოიწვია.
არჩევნებში მონაწილეობას 74 დელეგატი მიიღებს. დელეგატებს 3 კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, ესენი არიან ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიო არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.

 

 

წყარო  :  ipn.ge

Comments
Loading...