ჭირდება თუ არა ავტომობილის ძრავას ,,გახურება”?

ჭირდება თუ არა ავტომობილის ძრავას ,,გახურება”?

ამ კითხვით ძალიან ბევრმა მომმართა და გადავწყვიტე მცირე კომენტარი გავაკეთო მათთვის, ვისთვისაც სულერთი არ არის საკუთარი ფინანსები, ავტომობილის ძრავას რესურსი და გარემოს დაცვა.
მაშ ასე, მცირეოდენი ,,თეორია”:
თანამედროვე შიგაწვის ძრავების ოპტიმალურ სამუშაო რეჟიმად ითვლება ის მდგომარეოაბ, როდესაც გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა 92-95 გრადუსს მიარწევს. უფრო დაბალ ტემპერატურაზე არსებულ რეჟიმს ,,ცივ ძრავას” უწოდებენ.
დავიმახსოვროთ: ცივ მდგომარეობაში ძრავას ელემენტები ცვდება!
და მნიშვნელობა არა აქვს ავტომობილი ადგილზე დგას თუ დადის.
მთავარია რ ო გ ო რ ი ბ რ უ ნ თ ა რ ი ც ხ ვ ი აქვს ძრავას. ანუ, რამხელა ე.წ. ,,აბაროტი” აქვს ძრავას. ანუ, ცვეთის ინტენსივობა დამოკიდებულია არა დატვირთვაზე(დადის თუ დგას), არამედ რა ბრუნთა რიცხვი აქვს ძრავას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ცივი ძრავა(ეს განსაკუთრებით ძველი მოდელის მექანიკურ ჰაერმისაფარიან ძრავებზე ითქმის) მოიხმარს ,,მდიდარ” სამუშაო ნარევს, რაც ხელს უწყობს ცილინდრის კედლებზე არსებული ზეთის აფსკის ჩამორეცხვას, რაც თავის მხრივ ზეთის გათხელებას(და შესაბამისად სწრაფად ,,დაძველებას”) იწვევს, რაც თავის მხრივ ძრავას მოხახუნე დეტალების(განსაკუთრებით ცილინდრის და დგუშ-ბარბაცას ჯგუფის) რესურსის შემცირების წინაპირობაა.
რა ვქნათ?
ავტომობილს დილით რომ ,,დავქოქავთ”(უფროს გამართულად რომ ვთქვათ-,,გავუშვებთ”), მხოლოდ ის დროც, რაც საჭიროა უსაფრთხოების ღვედების შესაკრავად, ელექტრო-ხელსაწყოებზე და მაჩვენებლებზე თვალის გადასავლებად, სრულებით საკმარისია, რომ თითქმის ,,უგაზოდ”, დაბალი სიჩქარით და რაც მთავარია დაბალი ბრუნთა რიცხვით დავიწყოთ მოძრაობა.
უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!
შალვა ოგბაიძე

Comments
Loading...