ჭყლეტა თბილისის საკრებულოში (ვიდეო)

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკრებულოს წევრები თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხზე დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მოხსენებას ისმენენ, ხმაური იყო.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ასევე, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა, მერს კითხვების დასმა დაუწყეს.

ამასთან, სიტყვით გამოსვლა მოითხოვა ცოტნე გამსახურდიამ, რასაც ხმაური მოჰყვა.

რამდენიმეწუთიანი ჩოჩქოლის შემდეგ, საკრებულოს სხდომის დამსწრე რამდენიმე პირი დაცვის სამსახურმა ადგილიდან გაიყვანა.

Comments
Loading...