TELEGRAPH-ის რეკომენდებულ ქალაქებს შორის, თბილისი მერვე ადგილზეა

ბრიტანული საინფორმაციო პორტალი Telegraph-ი, ევროპის იმ ქალაქების სიას აქვეყნებს, რომელთა მონახულება, გამომცემლობის აზრით, აუცილებლად ღირს. ჩამოთვლილ 21 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქიც არის, იგი სიის მერვე ადგილს იკავებს.

პირველ ადგილს ქალაქი ბერგამო იკავებს, რომელიც იტალიაში მდებარეობს, ხოლო მეორე ადგილი ესპანეთის ქალაქ ვიტორიას ეკუთვნის, რომელიც XV-XVI საუკუნის გასაოცარი სასახლეებით, ძეგლებითა და სახლებით დაიმსახურა გამომცემლობის ყურადღება. მესამე ადგილზე პორტუგალიაში მდებარე პატარა ქალაქი ტავირაა, მას მოსდევს ხორვატიის ქალაქი ოსიეკი, რომელიც განთქმულია ულამაზესი, ნეო-გოთიკური წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიით. მეხუთე ადგილზე მაკედონიის დედაქალაქი სკოპიეა, მეექვსეზე – შვედეთის ქალაქი უმეო, ხოლო მეშვიდეზე – კვლავ იტალიაა ქალაქი ტრევიზოთი.

მერვე ადგილზე კი თბილისია. გარდა იმისა, რომ გამომცემლობა საკუთარ აზრს აფიქსირებს და წერს, რომ “სანამ ყველამ დაგასწროთ, სასწრაფოდ ადექით და ჩადით თბილისში”, იგი იმასაც აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოა ქართველი მომღერლის ქეთი მელუას სამშობლო, სადაც ის გაიზარდა.

Comments
Loading...