Telegraph-ის ცნობით, საქართველოში მოსახლეობაზე მეტი ტურისტია

ბრიტანულმა Telegraph-მა მსოფლიოს 51 იმ ქვეყნის სია გამოაქვეყანა, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტია. საქართველო სწორედ ამ ქვეყნებს  შორის დასახელდა,  სიაში ჩვენი ქვეყანა  37-ე ადგილს იკავებს. Telegraph-ის ცნობით, საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,4 ტურისტი მოდის.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ Telegraph 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს დაეყრდო, იმ დროისათვის კი საქართველოს 5,9 მილიონი საერთაშორისი მოგზაური ეწვია, 2016 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6.3 მილიონამდე გაიზარდა.

Telegraph-ის რეიტინგში პირველ ადგილს ანდორა იკავებს. ანდორაში ერთ მოსახლეზე საშუალოდ 33 ტურისტი მოდის.

Comments
Loading...