ტელეკომპანია „25-ე არხში“ კრიმინალისტები მუშაობენ

ტელეკომპანია „25-ე არხში“, ბომბის არსებობის შესახებ შესული შეტყობინების გამო კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „პირWელს“ ტელეკომპანიის დირექტორმა გია სურმანიძემ განუცხადა, ტელეკომპანიაში შევიდა შეტყობინება, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

სურმანიძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, მომხდარს შესაბამისი კვალიფიკაცია სამუშაოების დასრულების შემდეგ მიენიჭება.

Comments
Loading...