ტელეკომპანია “იბერიას” ინფორმაციით, გოგი თოფაძე აზერბაიჯენელმა მესაზღვრეებმა დააკავეს

ტელეკომპანია “იბერიას” ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის აზერბაიჯენელმა მესაზღვრეებმა დააკავეს.

“მრეწველების” ლიდერი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან სანადიროდ იმყოფებოდა.

ის დღეს გადაცემა “პრიორიტეტის” სტუმარი უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც გადაცემის წამყვანს შეატყობინა, მას გზა აებნა და აზერბაიჯანის საზღვართან პრობლემები შეექმნა.

ტელეკომპანია “იბერიას” ინფორმაციით, მასთან დაკავშირება ამის მერე ვეღარ მოხერხდა.

Comments
Loading...