ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე პოლიტიკური პარტიების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები.

ისინი შენობის მიმდებარედ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდნენ თვალყურს სპეციალურ პრესკონფერენციას, რომელიც გამართეს ქიბარ ხალვაშმა და ტელეკომპანიის სხვა დამფუძნებლებმა. მათი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა იქნება დამოუკიდებელი, საეჭვოდ ეჩვენებათ მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

ტელეკომპანიის შენობასთან აქცია ამ დრომდე გრძელდება.

Comments
Loading...