ტერორისტები თვდასხმას ბრიუსელში გეგმავდნენ

ევროკავშირის დედაქალაქში ისტორიაში პირველად ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა – ტერორისტები პარიზის შემდეგ თავდასხმას ბრიუსელში გეგმავდნენ.

ქალაქის მეტრო დაკეტილია, ქუჩებში კი ყოველდღიურად მიმდინარეობს სპეცოპერაციები, რეიდები და ეჭვმიტანილთა დაკავებები.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში გამოცხადებული ტერორისტული საფრთხის დონე მეოთხე დონედ შეაფასა. ქვეყნის შს მინისტრმა კი ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

“მიზეზი იმისა, რის გამოც საფრთხის დონის ამაღლების გადაწყვეტილება მივიღეთ, არის იმის ნიშნები, რომ ბრიუსელის რეგიონში იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით შეიარაღებული პირები იმყოფებიან. მეტ დეტალს ვერ გავახმაურებთ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და არ გვინდა, რაიმე სახის შეცდომა დავუშვათ,” – განაცხადა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟან ჟამბონიმ.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე, რადგან გვაქვს უტყუარი ინფორმაცია შესაძლო ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ეს ბრიუსელს ეხება. ეს არის მიზეზი, რის გამოც უსაფრთხოების დამატებით ზომებს მივმართეთ,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე რეინდერსიმ.

Leave A Reply

Your email address will not be published.