ტერორისტები ტყვეების ორგანოებს იყენებენ – როგორ დაუსხლტა 16 წლის გოგონა ისლამისტებს?

26-02-2016
„მან მითხრა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი უნდა გამხდარიყო, რაზეც უპრობლემოდ დავთანხმდი, რადგან არც ისლამზე და არც ამ ორგანიზაციაზე წარმოდგენა არ მქონდა”.

16 წლის შვედმა გოგონამ, რომელმაც თავი წვალებით დააღწია “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს, ქურთული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ერაყის ტერიტორიაზე, ისლამისტთა შორის გატარებული უმძიმესი პერიოდის შესახებ მოყვა.

გოგონამ აღიარა, რომ გასული წლის მაისში, ის მეგობარმა ბიჭმა სირიაში მოტყუებით ჩაიყვანა. ტერორისტების ტყვეობაში მყოფი გოგონა ერთი კვირის წინ ქურთების სამხედრო ძალების დახმარებით ქალაქ მოსულიდან გამოიხსნეს.

აღსანიშნავია, რომ თავისი არსებობის პერიოდში „ისლამურმა სახელმწიფომ“ უამრავი ევროპელი გადაიბირა, მათ შორის კი როგორც ცნობილია 300-ზე მეტი შვედეთის მოქალაქეა.

სკოლის მიტოვება

ინტერვიუში თინეიჯერი ტყვე საუბრობს, რომ მეგობარი ბიჭი 2014 წელს გაიცნო, მასთან ერთობლივი ცხოვრება დაიწყო და სკოლას თავი დაანება. 2015 წელს კი სირიაში წაჰყვა.

„თავიდან ყველაფერი კარგად გვქონდა, შემდეგ მან „ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეომიმართვების ყურება და ისლამზე ლაპარაკი დაიწო“ – განაცხადა გოგონამ.

“მან მითხრა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი უნდა გამხდარიყო, რაზეც უპრობლემოდ დავთანხმდი, რადგან არც ისლამზე და არც ამ ორგანიზაციაზე წარმოდგენა არ მქონდა”

15 წლის ორსული გოგონა და „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების სურვილით შეპყრობილი ბიჭი გასცდნენ შვედეთის საზღვრებს, ევროპიდან მატარებლით ჩავიდნენ თურქეთში და აქედან გადაკვეთეს სირიის საზღვარი.

„საშინლად მძიმე ცხოვრება“

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ახალგაზრდები სხვებთან ერთად წაიყვანეს ქალაქ მოსულში, რომელსაც ისინი უკვე ერთი წელია აკონტროლებენ.

მათ გამოუყვეს საცხოვრებელი ადგილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე.

„შვედეთში ყველაფერი გვქონდა, აქ კი არაფერი“ – ამბობს თავდახსნილი ტყვე.

„საერთოდ არ მქონდა არანაირი საშუალება და არც ფული თავი რომ დამეღწია ამ მდგომარეობიდან – ეს იყო საშინელი და რთული ცხოვრების პერიოდი და როგორც კი ტელეფონი ჩავიგდე ხელში, მაშინვე დედას დავურეკე „სახლში წამიყვანეთ- მეთქი“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით არსებულ უამრავ ფაქტს ერაყის უშიშროების სამსახური არ ახმაურებს, ცნობილი გახდა, რომ ქურთები დაუკავშირდნენ შვედეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რათა გოგონა სამშობლოში დააბრუნონ. ბავშვი, რომელიც გოგონას უნდა გაეჩინა, ზოგიერთი ინფორმატორის თქმით, ბიჭია, თუმცა უცნობია მისი ბედი.

საინფორმაციო საშუალებები უამრავ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებგანაგრძეთ კითხვა

Comments
Loading...