ტერორისტებმა მომდევნო თავდასხმები შესაძლოა, პარიზში, მილანში, ატლანტაში, ინდონეზიასა და ლიბანში განახორციელონ

International Business Times-ის ინფორმაციით, ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” გეგმებს აქვეყნებს, რომლებიც მომდევნო ტერაქტებს უკავშირდება.

ინფორმაციის თანახმად, მომდევნო თავდასხმები ტერორისტებმა შესაძლოა, პარიზში, მილანში, ატლანტაში, ინდონეზიასა და ლიბანში დღესვე განახორციელონ.

ჰაკერთა ჯგუფმა, რომელშიც აქტივისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან გაწევრიანებული, ISIS-ის წინააღმდეგ კამპანია “შარლი ებდოს” ოფისზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო. პარიზის ტერაქტების შემდეგ კი “ისლამურ სახელმწიფოს” ომი გამოუცხადა და ამ დროისთვის მათი 5 ათასზე მეტი ექაუნთია გატეხილი.

წყარო
frontnews.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.