ტერორისტი, რომელმაც სტამბოლში თავი აიფეთქა, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო

თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავითოღლუს განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში ტერაქტი განახორციელა, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აფეთქების შედეგად გარდაცვლილები უცხოელები არიან.

აფეთქება დღეს, სტამბოლის ცენტრში სულთანაჰმედის მოედანზე მოხდა. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. შემთხვევას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.

აფეთქების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

Leave A Reply

Your email address will not be published.