ტერორიზმს რელიგია არ აქვს

“პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების სერიამ ყველა ნორმალური ადამიანი შეძრა. ფრანგული მედია იუწყება, რომ ტერორისტები ისლამისტები იყვნენ და “ალაჰ აკბარს” გაიძახოდნენ.
დღეს ვნახე კომენტარების ნაწილი, სადაც ისლამსა და მუსლიმებს აგრესიულად მოიხსენიებენ და მათ გაჟუჟვას მოითხოვენ.
მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია. მაშინ, ასეთი ქრისტიანი პარიზის ტერაქტების მოთავეებზე მეტი რითია?
ტერორისტთა სისხლიანი აქტებით თავად მუსლიმები იტანჯებიან და იხოცებიან. ასეა პაკისტანში, ერაყში, სირიაში, არაბულ ქვეყნებში, ავღანეთში და ასე შემდეგ.
ტერორიზმს რელიგია არ აქვს.”
წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე გოგა ჩანადირი

Comments
Loading...