თაკო ნაცვლიშვილი ARMANI Collezioni-ს სახე გახდა

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იტალიური ტანსაცმლის ბრენდის ARMANI Collezioni-ს სახედ აირჩიეს.
NEXT Model Management-ის სააგენტოს მოდელი თაკო ნაცვლიშვილი 17 წლისაა. თაკო მონაწილეობას იღებს Versace-ეს, Giorgio Armani-ის, Dolce & Gabbana-ს, Elie Saab-ის, Christian Dior-ისა და სხვა ცნობილი სამოდელო სახლების ჩვენებებში.

Comments
Loading...