საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლის პოლიტიკური ნება გააჩნია.
თალაკვაძე არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც მაჟორიტარი სისტემის შეცვლასა და პარლამენტში შესაბამისი კანონმდებლობის კენჭისყრას ითხოვს.
თალაკვაძის თქმით, საკითხი საარჩევნო სისტემის რეფორმის კონტექსტში განიხილება და არა ცალკე, ხოლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში 200 000 ამომრჩეველის ხელმოწერით არის წარდგენილი, დადგენილი პროცედურით იქნება განხილული.
“ეს მოითხოვს კენჭისყრას თუ სხვა ტიპის პროცედურას, ამასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს ვერ გავაკეთებ. თუ საკითხი განხილულია, ამ ადამიანებმა განხილვის შედეგები უნდა იცოდნენ. განხილვა ჩვენი მოწვევის ფარგლებში არ გამართულა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.