თალაკვაძე: თითოეულ ქართველზეა დამოკიდებული, საქართველოს მომავალში რა რეპუტაცია ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, თითოეული მოქალაქე, რომელიც ევროპაში იმოგზაურებს, საქართველოს წარმომადგენელი და ელჩი ხდება.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, თითოეულ ქართველზეა დამოკიდებული, საქართველოს მომავალში რა რეპუტაცია ექნება.

“ველოდები, რომ ევროპარლამენტარები ერთსულოვან და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ და შემდეგ უკვე უმოკლეს დროში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ წასვლას შეძლებენ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში და საზოგადოების მხარდაჭერით, წარმატებით განახორციელა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შემოღების საკითხზე მსჯელობენ.

Comments
Loading...