“თალიბანი“ დონალდ ტრამპს ავღანეთიდან ჯარების დაუყონებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავღანეთში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „თალიბანი“ ავრცელებს.
ადგილობრივი პრესის ცნობით, თალიბები დონალდ ტრამპს ავღანეთიდან ჯარების დაუყონებლივ გაყვანისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენი გზავნილი ტრამპისთვის შემდეგია: აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკა ისეთი გზით უნდა ტარდებოდეს, რომ სხვა ერების თავისუფლებებს არ უქმნიდეს საფრთხეს და არ უნდა იყოს დაინტერესებული სხვების მკვლელობაში და განსჯაში“, – ნათქვამია „თალიბანის“ განცხადებაში.

Comments
Loading...