თალიბებმა ავღანეთში ვერტმფრენი ჩამოაგდეს

“თალიბებმა”ავღანეთში მოლდოვას კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ექსტრემისტებმა ბორტზე მყოფი 3 ადამიანი მოკლეს, 18 ადამიანი კი, მათ შორის მოლდოვას 3 მოქალაქე, დაატყვევეს. “თალიბებმა” შესაძლოა, ტყვეები სიკვდილით დასაჯონ.

ვერტმფრენი გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდა. ამის შესახებ მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ბალანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, პროვინცია ფარიაბში ჩამოაგდეს.

Comments
Loading...