თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს.

ფაქტია, საქართველოს ხელისუფლების ამაზე უკეთეს ლუსტრაციას ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებდით, – ამის შესახებ ე.წ. მოდულის შენობასთან გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იწყებს სისხლის სამართლის გამოძიებას.
“ბიძინა ივანიშვილს დაკარგული აქვს საზოგადოებაში ყველანაირი მხარდაჭერა. შესაბამისად, ძალაუფლებას ამ კონკრეტული ფორმებით ებღაუჭება. თავისთავად, ამაზე უკეთეს ლუსტრაციას საქართველოს ხელისუფლებისა ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებდით. საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებენ ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამაზე ცხადი რა გინდათ? – სიცხადე ყოველთვის კარგია. ეს სიცხადე დაგვეხმარება ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილის გაძევებაში”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.